რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში - ირანის სულიერმა ლიდერმა ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა, - ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
აიათოლა ალი ხამენეიმ მიზეზად ირანში ისრაელის მიერ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაასახელა.
ისრაელმა "ჰამასისა" და "ჰესბოლას" ლიდერებზე შეტევა გოლანის მაღლობებზე "ჰესბოლას" მიერ ისრაელელ ბავშვებისა და მოზარდებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განახორციელა.
რეგიონში რთული ვითარებაა - "ჰამასთან“, "ჰეზბოლასა“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე, ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს, რის გამოც ათი ათასამდე ისრაელელი სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.