25 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
თეირანში "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი მოკლეს

ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. CNN-ი, ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით, წერს, რომ ფაქტს "ჰამასიც" ადასტურებს.

მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისმაილ ჰანიე ისრაელის სამხედრო ძალების რეიდის შედეგად არის მოკლული. ის ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული.

თავდასხმას ემსხვერპლა მისი მცველიც.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

 

დღის ამბები