გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზის სექტორში 47 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელის ძალებმა ღაზის აღმოსავლეთით შუჯაიას რაიონი დაბომბეს. ოფიციალური ისრაელის განმარტებით, იერიში ხან-იუნისში მდებარე სკოლაში, ტერიტორიის "ჰამასის" მიერ სამეთაურო პუნქტად გამოყენების გამო მოხდა.
ისრაელის ძალებმა, ასევე განახორციელეს ოპერაციები დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინში, რა დროსაც დაიღუპა 1 და დაიჭრა 16 სამხედრო.
სამხედრო ოპერაციების პარალელურად, ისრაელში ულტრა- ორთოდოქსი სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ.
დემონსტრაციებზე დააკავეს 32 პირი, რომლებიც თელ-ავივის მახლობლად გზებს ბლოკავდნენ. აქციის მონაწილეები ისრაელის უზენაესი სასამართლოს დადგენილებას აპროტესტებენ, რომელიც ულტრა-ორთოდოქსებს ჯარში გაწვევას ავალდებულებს.