ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე საერთაშორისო მედია წერს. BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ EURO 2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით ისტორია დაწერა.
CNN ასევე წერს საქართველოს სენსაციურ მოგებაზე, რის შედეგადაც მერვედფინალში ადგილი დავიკავეთ.
ბრიტანული Sky News ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთებზე გატანილ გოლსა და გიორგი მიქაუტაძის შესრულებულ თერთმეტმეტრიანზე წერს.
"ისტორიული ევრო შოკი" - წერია სტატიის სათაურში, რითაც Reuters-ი საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.
პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.