25 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს - ომბუდსმენის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზეა საუბარი.

ასევე საუბარია, 2023 წლის საპროტესტო აქციებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "გასულ წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული იყო".

ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა.

დღის ამბები