25 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ახლა მთავარია, სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ეფექტურები ვიყოთ, მათ შორის არჩევნებისთვის - ხატია დეკანოიძე ოპოზიციის ერთობაზე

საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისით, ოპოზიციური გაერთიანება ძალიან ეფექტურები იყოს, მათ შორის არჩევნებისთვის.

"ეს კონფიგურაცია იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სად იქნება უფრო მეტი ხმა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების ძალიან მალე დასრულდება. არ მგონია, რომ ეს იყოს ერთიანი ტექნიკური სია, მე უფრო მგონია, რომ ეს უნდა იყოს გაერთიანება. მე ვარ გამსხვილების მომხრე, რა შემთხვევაშიც გაცილებით უფრო ნაკლები ხმა გაიფანტება. ამიტომ ახლა მთავარია, ჩვენ სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისის ვიყოთ ძალიან ეფექტურები, მათ შორის არჩევნებისთვის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ექვსი პარტია ოპოზიციის ერთობის დეკლარაციას ხელს აწერს - მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობა, "გირჩი – მეტი თავისუფლება", "ახალი", "ლელო“, "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

დოკუმენტი გულისხმობს ერთობას, როგორც არჩევნებამდე ასევე მის შემდეგ და იზიარებს სალომე ზურაბიშვილის ქარტიის მიზნებს.

კონკრეტულად რა ფორმით მიიღებს 26 ოქტომბრის კენჭისყრაში ექვსი პარტია მონაწილეობას ჯერ უცნობია. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ერთიანობის კონფიგურაცია 8 ივლისამდე უნდა მოიძებნოს.

ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის მიზნები, რაც აერთიანებს პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს. ესენია - თავის შეკავება ერთმანეთზე თავდასხმებისგან, არჩევნების შემდეგ ქარტიის პუნქტების შესასრულებლად კოალიციის ჩამოყალიბება და პარლამენტში წინააღმდეგობის გაწევა, ისეთი მთავრობის ფორმირებაზე, რომლის ნაწილიც "ქართული ოცნება" იქნება.

დღის ამბები