25 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
აშშ-ის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომსვლია - ფინანსთა მინისტრი

ამერიკის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომსვლია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ამერიკულ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრის შეფასებით, სანამ სანქციების მასშტაბები არ გახდება ცნობილი, მის გავლენებზე საუბარი ნაადრევია.

“როდესაც სანქციებზე და მის გავლენებზე ვსაუბრობთ, ჯერ უნდა ვნახოთ რას ეხება, მერე შევაფასოთ ამ სანქციების ეფექტი. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ვისაუბროთ იმაზე თუ რა გავლენა ექნება მას. ან ექნება თუ არა. სავარაუდოდ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე ყველაფერზე. ამიტომ, უნდა ვნახოთ რა იქნება და რა მასშტაბით. ამ დროისთვის, ასეთი ტიპის შეზღუდვა [აშშ-ს ვიზის შეზღუდვასთან დაკავშირებით] ჩემთვის ცნობილი არ არის. გაცხადებული რომაა და მუშაობა რომ მიმდინარეობს, გასაგებია, თუმცა ეს არ არის საკმარისი რაიმე ტიპის ანალიზისთვის. ამერიკის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომსვლია,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები