25 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
დღეს უფრო მადლობელი ვარ, ვიდრე - იმედგაცრუებული - ჯო ბაიდენის შვილი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე

"დღეს უფრო მადლობელი ვარ, ვიდრე - იმედგაცრუებული", – დაწერა ჰანტერ ბაიდენმა ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ.

ნაფიცმა მსაჯულებმა ამერიკის პრეზიდენტის შვილი იარაღის შენახვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. საუბარია სამივე პუნქტზე, რომელიც ეხება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას, იარაღის შეძენასა და დოკუმენტში ყალბი ინფორმაციის მითითებას.

დანაშაული 25 წლით პატიმრობასა და 750 ათასი დოლარის ჯარიმას ითვალისწინებს. მოსამართლე განაჩენს 120 დღის განმავლობაში გამოაცხადებს.

დღის ამბები