25 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
დღეს პარლამენტი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშს, დღეს, დეპუტატები მოისმენენ. კანონმდებლების წინაშე მოხსენებით სუს-ის ხელმძღვანელი წარდგება.

მანამდე კი დოკუმენტს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტარებს გრიგოლ ლილუაშვილის პირველი მოადგილე გააცნობს. მთავარ საფრთხედ სუს-ი ამჯერადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ასახელებს.

ანგარიშის თანახმად, ქვეყნისთვის 2023 წელს გამოწვევად რჩებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა; დოკუმენტში ნახსენებია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ.

დღის ამბები