25 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
24 წლის გელა ნაროზაულს საზოგადოების დახმარება სჭირდება

24 წლის გელა ნაროზაულს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მას ექიმებმა ბაქტერიული ენცეფალიტის დიაგნოზი დაუსვეს. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახალგაზრდა მამაკაცს მკურნალობის გაგრძელება თურქეთის შესაბამის კლინიკაში ესაჭიროება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგი ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი - GE68BG0000000499326001

თიბისი ბანკი - GE46TB7623145068100042

მიმღები - ანი ნაროზაული

აქვე, ოჯახი გელას მკურნალობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს.

დღის ამბები