25 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ძლიერმა ქარმა თელავში პრობლემები შექმნა - დაწყებულია სტიქიის შედეგების დათვლა და სალიკვიდაციო სამუშაოები

კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერმა ქარმა თელავის ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების, სკოლისა და ბაღის სახურავები. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენი ბოძები. ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თელავის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია დაახლოებით 130-ზე მეტი კერძო სახლი, 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. ასევე, მისი თქმით, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობები, საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტის შენობა.

მერის ცნობითვე, შესაბამისმა სამსახურებმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაიწყეს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

დღის ამბები