25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
გვარდიელებმა თურქეთში სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

გვარდიელებმა თურქეთში სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება ჩატარდა.

სიმულაციური სცენარის მიხედვით, მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს მას აზერბაიჯანი, შემდეგ კი საქართველო უმასპინძლებს.

დღის ამბები