ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ბირთვულ პროგრამაში ჩართულ პირებს, უბრძანა, რომ ომისთვის მზადება "დააჩქარონ".
პარტიულ შეხვედრაზე, მომავალი წლის პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თქვა, რომ ფხენიანი გააფართოებს სტრატეგიულ თანამშრომლობას "ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ" ქვეყნებთან.
მისივე განცხადებით, ფხენიანის მოქმედებები „ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო კონფრონტაციული ქმედებების წინააღმდეგ“ არის მიმართული.