25 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
მოსკოვი აცხადებს, რომ რუსულმა ჯარმა მარინკაზე სრული კონტროლი მოიპოვა, კიევი კი ამ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსულმა ჯარმა სრული კონტროლი მოიპოვა ქალაქ მარინკაზე. მისივე თქმით, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მაისში, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის, ბახმუტის აღების შემდეგ.

"მინდა მოგილოცოთ. ეს წარმატებაა", - უთხრა პუტინმა შოიგუს, აღნიშნული ინფორმაციის მოსმენის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს რუსულ ჯარებს "უფრო ფართო ოპერაციულ ზონაში" გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

პუტინმა შოიგუს იმ ჯარისკაცების დაჯილდოება შესთავაზა, რომლებმაც "მარინკასთვის ბრძოლაში თავი გამოიჩინეს".

უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის სპიკერი ალექსანდრ შტუპუნი უარყოფს ინფორმაციას მარინკაზე კონტროლის დაკარგვის შესახებ. "მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებულნი, მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მარინკას სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია", - ამბობს ის.

მარინკა არის ქალაქი დონეცკის ოლქში, სადაც, 2022 წლის მონაცემებით, 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქალაქი მიწასთანაა გასწორებული. 

დღის ამბები