25 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა

უნგრეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იღებს უკრაინელი კოლეგის მიწვევას და თანახმაა, მას შეხვდეს, - ამის შესახებ Sky News-ი წერს.

ორბანის თქმით, ზელენსკიმ შეხვედრა მიმდინარე თვის დასაწყისში შესთავაზა.

"მე მას ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი, უბრალოდ, ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: "რასთან დაკავშირებით?", - ამბობს ორბანი.

თუ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მართლაც შედგება, ეს, ომის დაწყების შემდეგ, მათი პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა იქნება.

ოფიციალური ბუდაპეშტი პოზიციას არ იცვლის - უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. უკრაინის პრეზიდენტმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერთან შეხვედრის ორგანიზება სურს.

დღის ამბები