ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, კოხტას მთაზე შეჯიბრი "მოგულის" დისციპლინაში გაიმართება.
ტურნირში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის ანდრეა რეინოლდის განცხადებით, ბაკურიანში ძალიან კარგი პირობებია და არსებული ვითარება მათთვის ძალიან საინტერესოა.
გასული წელი გვქონდა არაჩვეულებრივი. შესაბამისად, ახლა კიდევ და კიდევ უკეთეს შედეგს ველით. ჩვენ მომზადებული და ძალიან ორგანიზებულები ვართ. შემუშავებული გვაქვს დისციპლინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვამაყობთ, რომ დავბრუნდით საქართველოში. მოგვწონს ეს ადგილი და ხალხი, მათი სტუმართმოყვარეობა, ასევე მათი მოტივაცია სამზადისისადმი. ქართულ გუნდთან ერთად, მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.
აქ არსებული ვითარება, ჩვენთვის საინტერესოა. ზამთრის სპორტის სახეობები სულ უფრო ვითარდება, იხვეწება და უკეთესი ხდება. ზამთრის სპორტის სახეობები წასახალისებლად, მსოფლიო ჩემპიონატებში ინვესტიციები სულ უფრო იზრდება. ტურისტებისთვისაც მიმზიდველია ეს გარემო. გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო ადრე ჩამოვედით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი პირობებია", - განაცხადა ანდრეა რეინოლდმა.