25 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
"შეუძლებელია, 10-დან 1 ადამიანი გამოიკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო" - ლევან ხაბეიშვილი NDI-ს კვლევაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, NDI-სთან დაკავშირებით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს ეთანხმება.

გიორგი ვაშაძის მსგავსად, ხაბეიშვილიც მიიჩნევს, რომ NDI-ის ბოლო კვლევის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, შეუძლებელია საზოგადოებრივი აზრის გაგება.

"NDI არ არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ კვლევებს აკეთებს, ის აკეთებს საზოგადოებრივი განწყობების კვლევას, უნდა ვთქვათ, რომ ფანტასტიკურად. 10-დან 7-მა ადამიანმა უარი თქვა პოლიტიკურ გამოკითხვაზე და ამის პარალელურად, ვინც დათანხმდა, ანუ 10-დან 3, იქიდან კიდევ 2-მა პასუხზე განაცხადა უარი. შეუძლებელია, 10-დან 1 ადამიანი გამოიკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო, ეს არ არის პოლიტიკური კვლევა,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

 

დღის ამბები