ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 127-მდე გაიზარდა. მათი რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი.
მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია. დაზიანდა განსუსა და ცინხაიშის პროვინციები. მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჯოუდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით, 100 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. დაინგრა და დაზიანდა 5000-ზე მეტი შენობა.
სტიქიის ზონაში საყოველთაო მობილიზებაა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური. მაშველებს დაკარგული ადამიანების მოსაძებნად
-15 გრადუსამდე ყინვაში უწევთ მუშაობა.
რეგიონის ზოგიერთ ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგია და წყალმომარაგება, რაც სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.