25 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ხელფასები ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა - საქსტატი

წელს მაღალი ეკონომიკური აქტივობა აისახა 2023 წლის მესამე კვარტლის საშუალო ხელფასებზე და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, - სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე წლის III კვარტალში შრომის ანაზღაურების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1,855.4 ლარი შეადგინა. მესამე კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა რეალური საშუალო თვიური ხელფასი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 15.6%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის მესამე კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში (გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა).

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:

მშენებლობა - ხელფასები გაიზარდა 31.6%-ით (728.6 ლარით) და 3,033.4 ლარი შეადგინა;

ინფორმაცია და კომუნიკაცია - ხელფასები გაიზარდა 18.8%-ით (627.7 ლარით) და 3,958.1 ლარი შეადგინა;

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება- ხელფასები გაიზარდა 23.8%-ით (399.9 ლარით) და 2,078.0 ლარი შეადგინა;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - ხელფასები გაიზარდა 17.3%-ით (386.4 ლარით) და 2,615.6 ლარი შეადგინა;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - ხელფასები გაიზარდა 13.4%-ით (332.0 ლარით) და 2,806.7 ლარი შეადგინა;

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - ხელფასები გაიზარდა 20.9%-ით (320.2 ლარით) და 1,854.2 ლარი შეადგინა;

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - ხელფასები გაიზარდა 17.4%-ით (311.5 ლარით) და 2,099.4 ლარი შეადგინა;

ტრანსპორტი და დასაწყობება - ხელფასები გაიზარდა 17.6%-ით (309.0 ლარით) და 2,065.7 ლარი შეადგინა;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებები - ხელფასები გაიზარდა 26.0%-ით (296.5 ლარით) და 1,435.2 ლარი შეადგინა;

სხვა სახის მომსახურება - ხელფასები გაიზარდა 24.9%-ით (281.2 ლარით) და 1,410.8 ლარი შეადგინა;

ხელოვნება, გართობა და დასვენება - ხელფასები გაიზარდა 17.8%-ით (266.6 ლარით) და 1,764.3 ლარი შეადგინა;

დამამუშავებელი მრეწველობა - ხელფასები გაიზარდა 14.2%-ით (212.1 ლარით) და 1,706.3 ლარი შეადგინა;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - ხელფასები გაიზარდა 14.9%-ით (183.0 ლარით) და 1,412.5 ლარი შეადგინა;

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა - ხელფასები გაიზარდა 17.5%-ით (171.2 ლარით) და 1,149.7 ლარი შეადგინა;

ვაჭრობა - ხელფასები გაიზარდა 10.6%-ით (159.0 ლარით) და 1,655.2 ლარი შეადგინა.

ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ისე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნესსექტორში დასაქმებულების ხელფასი, 2023 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.1%-ით (293.0 ლარით) გაიზარდა და 2,007.2 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 14.4%-ით (199.2 ლარით) გაიზარდა და 1,579.5 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების საშუალო თვიური ხელფასი 17.3%-ით (329.1 ლარით) გაიზარდა და 2,233.9 ლარი შეადგინა. დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო თვიური ხელფასი 15.3%-ით (193.5 ლარით) გაიზარდა 1,459.1 ლარამდე.

დღის ამბები