წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება.
ამ წესის დარღვევაზე, ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2 000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში, 5 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა და, შესაძლოა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.
პარალელურად, გრძელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანია - „ნუ მოჭრი ნაძვს“, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ.