25 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
მე ის [ევროკავშირის დროშა] პირველად ავაფრიალე 2004-ში - მიხეილ სააკაშვილი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ევროკავშირის დროშა საქართველოში პირველად მან 2004 წელს ააფრიალა, ხოლო 2008 წელს მისი დაშვება რუსეთმა სცადა.

"მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს.

ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა.

ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები