დღეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იზეიმებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სპეციალური ღონისძიება გაიმართება. თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბებიან. უკვე დაწყებულია სცენის მონტაჟი, სადაც სავარაუდოდ ლიდერები მოქალაქეებს მიმართავენ და ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიულოცავენ.
პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები მოიწვია, რათა ყველას ერთად აღენიშნა ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. გალა-კონცერტი ზუსტად 17:00 საათზე დაიწყება.