25 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 68 მილიონი ლარით იზრდება - დოკუმენტი უკვე საკრებულოშია

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 800 მილიონ ლარამდე განისაზღვრა, რაც, 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 68 მილიონი ლარით მეტია. დოკუმენტი საკრებულოში უკვე წარდგენილია.

პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ახალი ბიუჯეტით, გათვალისწინებულია ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ასევე - ახალი ავტობაზის მშენებლობა და მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია.

ახალი ბიუჯეტის მიხედვით, გაწერილია დედაქალაქის მასშტაბით ახალი პროექტების განხორციელება. საკრებულომ დედაქალაქის წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები