25 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 14.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებლებს. იმპორტი 16.3%-ით გაიზარდა და 14 მილიარდი დოლარი შეადგინა.

იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 14.7%-ით და 19.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მონაცემს.

2023 წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 1.7 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით ნაკლებია.

დღის ამბები