კატასტროფული და აპოკალიფსური - ასე აღწერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას.
დიპლომატი ღაზის დღევანდელ სურათს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას ადარებს.
"ადამიანთა ტანჯვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა. დაღუპულთა 60-70% სამოქალაქო პირია. მოსახლეობის 85% იძულებით გადაადგილებულია. შენობების განადგურება ღაზაში... ეს მეტ-ნაკლებად იგივე, ან უფრო მასშტაბურიც კია, ვიდრე - გერმანიის ქალაქების განადგურება მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას“, - ამბობს ბორელი.