25 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც რეალურად იქნებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების მექანიზმი - ხატია დეკანოიძე

ოკუპირებულ გალში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში "ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის" აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას ითხოვს.

განცხადება ხატია დეკანოიძემ გააკეთა და თქვა, რომ საკითხს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დააყენებს, რადგან ხელისუფლება აღნიშნული სიის აღსრულებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

"ჩვენ გვაქვს მიღებული რეზოლუცია, არსებობს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომლის მიხედვითაც, ძალიან სერიოზული, არა მხოლოდ სანქციები და სასჯელები უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, ვინ პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს, ეს ძალიან მძიმე ფაქტები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად, თითქმის არ გავა თქვე, რომ საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან ჩვენი მოქალაქე არ მოკლან, რისი მაგალითებით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაგვიგროვდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკულად არ გადაუდგამს არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც რეალურად იქნებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების მექანიზმი", - განაცხადა დეკანოძიემ.

დღის ამბები