25 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" წევრები ისევ ტოვებენ - პარტიიდან ამჯერად კასპის ორგანიზაციის წევრები წავიდნენ

"ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის წევრები ისევ ტოვებენ. ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურისა და ხობის შემდეგ, ოპოზიციური პარტიიდან ამჯერად კასპის ორგანიზაციის წევრები წავიდნენ. "ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოს ფრაქციის 8 წევრიდან, 6 გამოეყო. ისინი თავმჯდომარეს უპირისპირდებიან.

მიზეზად, არაფორმალურ მმართველობასა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.

“გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი პარტიის ახალი მენეჯმენტი და პარტიის თავმჯდომარე ვერ უზრუნველყოფს იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლითაც წლების განმავლობაში პარტია მოვიტანეთ აქამდე. ახალი მენეჯმენტის მხრიდან ხდება ყოველდღიურად ე.წ. მგლის ბილეთების გამოწერა ჩვენს მიმართ. პარტიიდან უშვებენ ყველა ღირსეულ ადამიანს. ვრჩებით დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქციად და ისე ვიბრძოლებთ ზუსტად იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც აქამდე გვიბრძოლია,“ - აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი შარიფაშვილი.

დღის ამბები