საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შეხვედრა გაიმართა ელჩებთან როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ვითარებაში, ყველგან იყო ერთი და იგივე გზავნილი, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, - აცხადებს NATO-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე.
მისივე თქმით, ევროპისთვის საქართველოს მზაობა ნათელი და მკაფიოა.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ერთადერთი ელემენტი დარჩა NATO-ში ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისით, აუცილებლად იქნება, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება. მომავალ წელს მნიშვნელოვანი სამიტია, რომელზეც მკაფიო და სწორ მესიჯებს ვიღებთ, რომ იქ საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამის დონეზე. მათ შორის, ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას წინ პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი NATO-ში ძალიან დროული და აუცილებელი იყო“, -აღნიშნა დოლიძემ.