25 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
2023 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა - საქსტატი

2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 8,8 პროცენტით გაიზარდა და 51,7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც - მესამე კვარტალში მისი მოცულობა 19,9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5,2 პროცენტით მეტია.

2023 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 64,2 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15,3 პროცენტი - საშუალოზე. ხოლო 20,5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

დღის ამბები