საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტით, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ასევე ნატო-ში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.