25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
საქსტატის ინფორმაციით, ზეთსა და სხვა საკვებ პროდუქტებზე ფასები შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ნოემბრის თვის მონაცემებით, ზეთსა და სხვა საკვებ პროდუქტებზე ფასები შემცირდა.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1-პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3 პროცენტი), თევზეულზე (5.0 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე,
უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.

დღის ამბები