ისრაელი სახმელეთო ოპერაციებს მთელ ღაზის სექტორში აფართოებს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
"დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზის სექტორის სამხრეთით. ეს არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ოპერაციები ღაზის ჩრდილოეთით, შედეგები კი არანაკლებ მნიშვნელოვანი," - აღნიშნულია ისრაელის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებაში.
მათივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, "ცახალმა" "ჰამასის" ბატალიონის არაერთი მეთაური და წევრის ლიკვიდაცია შეძლო.
ხელახლა დაწყებული ბრძოლების გამო, შეერთებული შტატები ისრაელზე ზეწოლას აძლიერებს, რათა მეტი გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა ისრაელს, უკეთ განსაზღვროს თავისი მიზნები კონფლიქტთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ "ჰამასის "სრულ განადგურებას" ათწლეულის განმავლობაში ბრძოლა დასჭირდება.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ "ჰამასმა" ზავის გარეშე დამატებით ექვსი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, ბანგკოკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტაილანდის მუსლიმური ჯგუფები მძევლობაში დარჩენილი 9 ტაილანდელის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს განაგრძობენ.