25 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
აშშ-ის ყურადღება ახლა გამახვილებულია ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, ხოლო ღაზას დახმარება მიეწოდოს - ენტონი ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აქცენტი ახლა გამახვილებულია ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, ხოლო ღაზას დახმარება მიეწოდოს. ბლინკენმა განცხადება ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მან განუცხადა ისრაელს, რომ მანამ სანამ სამხედრო ოპერაციებს დაიწყებენ, უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ისრაელმა უნდა გადადგას "უფრო ეფექტიანი ნაბიჯები" მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

"აშშ-ის ყურადღება ახლა გამახვილებულია ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე, რათა მეტი მძევალი გათავისუფლდეს, ხოლო ღაზას დახმარება მიეწოდოს. ისრაელს ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი არმია. მას შეუძლია გაანეიტრალოს "ჰამასის" მიერ წარმოქმნილი საფრთხე და მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი უდანაშაულო კაცებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის, და მას აქვს ამის გაკეთების ვალდებულება. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იცავს ისრაელი საკუთარ თავს. აუცილებელია, ისრაელმა იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონების შესაბამისად," - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

დღის ამბები