ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, 7 დღე მოქმედებდა. ადგილობრივი დროით დათქმული ვადა უკვე ამოიწურა.
ზავის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის ქალაქ სდეროთში საჰაერო განგაში ჩაირთო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგდეს. გასროლამ მხარეებს შორის ერთ კვირიანი სიმშვიდე დაარღვია.
პარალელურად, გამოცემა Wall StreeT Journal წერს, რომ ისრაელი და "ჰამასი" ღაზის სექტორში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ერთი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.