25 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
უკრაინაში დილიდან განგაშის ხმა ისმის - დონეცკისა და ხერსონის ოლქების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 3 და დაშავდა 12 ადამიანი

ომი გრძელდება უკრაინაშიც - დილიდან განგაშის ხმა ისმის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დედაქალაქშიც.

საჰაერო განგაში, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებში საჰაერო იერიშების საფრთხის გამო ჩაირთო.

სამხედროების ინფორმაციით, კრივოიროგის მიმართულებით დაფიქსირდა რაკეტების მოძრაობა. ოკუპანტებმა დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. დაშავდა 1 ადამიანი.

დაიბომბა დონეცკისა და ხერსონის ოლქების რამდენიმე დასახლება, დაიღუპა 3 და დაშავდა 12 ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით სიტუაცია კვლავ მძიმეა. დღის განმავლობაში, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, 73 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნორვეგია უკრაინას სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით, ხუთწლიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

დღის ამბები