ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი ამერიკაში რჩება - ამის შესახებ The Washington Post წერს.
გამოცემის ცნობით, ფული შტატებში გამოიყენება ახალი შეიარაღების შექმნის ან არსებულის მოდერნიზებისთვის.
ასევე იმ იარაღის ჩასანაცვლებლად, რომელიც შტატებმა უკრაინას გაუგზავნა.
გამოცემის ცნობით, 68 მილიარდი დოლარის 90 პროცენტი, რომელიც კონგრესის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იყო გამოყოფილი, ამერიკულ კომპანიებში დაიხარჯა. კონგრესის მონაცემებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გზით, ამერიკულმა კომპანიებმა 27 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღეს.