25 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
თქვენ ყველაფერი გქვიათ მენეჯმენტის გარდა, თქვენ გქვიათ კლუბის დანამატი, ათასობით ადამიანის ფეხებზე დამკიდებელი ხალხი... საერთოდ ვის უბედავთ ამას -​ მურთაზ ზოდელავა "ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტს მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მურთაზ ზოდელავა პარტიის მოქმედ მენეჯმენტს "ღამის კურიერის" ეთერში მწვავედ აკრიტიკებს და ეთერიდან მიმართავს.

მისი თქმით, პარტიაში რთული ვითარება და მენეჯმენტი პარტიის რეგიონულ წარმომადგენლებს ტელეფონით გარიცხვით ემუქრებიან.

"მივმართავ ახალ მენეჯმენტს - თქვენ ყველაფერი გქვიათ, მენეჯმენტის გარდა. თქვენ გქვიათ კლუბის დანამატი; თქვენ გქვიათ ათასობით ადამიანის ფეხებზე დამკიდებელი ხალხი, ჩაიხედეთ სარკეში და ამას დაინახავთ. ყველას არ ვგულისხმობ ცხადია, თუმცა იმ ადამიანებს, ვინც ახლა იქ ვიღაცას "აკაჩავებს," იქ ვიღაცას აწვება... საერთოდ ვის უბედავთ ამას?! - არ ვიცი როგორ იღებენ ტელეფონს და იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც ღამე მაქვს გათენებული, ყველა არჩევნებზე უბანში და აქეთ ცალი ხელით ვითომ "ძველ ბიჭებს" რომ ეომება, მეორე ხელით კი, ებრძვის ძალოვან სისტემას და ამ ადამიანს, რომელსაც არაფერს არ აძლევს პარტია, ამ ადამიანს ურეკავ და ეუბნები, რომ იქ არ მიხვიდე, თორემ გაგრიცხავ, გიყურებ აქედან მე შენ... ამას აკეთებენ კვიპროსის კლუბის წარმომადგენლები მენეჯმენტში... ამ მენეჯმენტს თუ მიაჩნია, რომ ესენი არიან გენერლები, სინამდვილეში ესენი არანაირი გენერლები არ არიან. მათი გაგებით, ისინი არიან მარშლები, რასაც პაგონები დაიდგეს. 5-მილიონიანი ქვეყნის ოპოზიცია ვართ ხალხნო. ამ ვითომ გენერალს არეკინებენ იმ რიგითთან, რომელიც ისედაც ვერ გაერკვა ვის ხმა მისცეს, სად მივიდეს. საკუთარ ოფისში რომ მივიდეს, ჯერ უნდა შეიხედოს შიგნით, მელიაა მოსული თუ ხაბეიშვილი და მერე შებედოს შესვლა და ამ ფორმით მანდ ჩარევა, არის ენითაუწერელი რამე," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

დღის ამბები