25 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
აზერბაიჯანული მედია: ბაქოში აშშ-ის საელჩომ ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა აზერბაიჯანის სამთავრობო მედიაში გასული სიუჟეტის შემდეგ გადადო

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩომ გადადო ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ საელჩო შეხვედრას აწყობს თავის "ჯაშუშურ ქსელთან." ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ი ავრცელებს.

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოში გამოცემა Turan-ს განუცხადეს, რომ "საელჩო მოუთმენლად ელოდა ჩვენი ორი ფლაგმანი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის იუბილეს აღნიშვნას და ყოველთვის ხაზს უსვამდა აშშ-ში კურსდამთავრებულთა წვლილს აზერბაიჯანული საზოგადოების განვითარებაში".

საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი იყო, რომ ღონისძიებას 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრებოდა, მათ შორის მთავრობის, განათლების, არაკომერციული და კერძო სექტორიდან.

დღის ამბები