25 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
100-ზე მეტი გმირი კინოსა და თეატრში - ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

100-ზე მეტი როლი კინოსა და თეატრში, არაერთი პრესტიჟული ჯილდო, საერთაშორისო აღიარება და მაყურებლის სიყვარული - ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავს ვარსკვლავი გაუხსნეს. ზურა ყიფშიძემ, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, 57 წელი კინოკამერის წინ გაატარა და განუმეორებელი სახეები შექმნა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა - "როცა აყვავდა ნუში", "მაცი ხვიტია", "მარტოხელა მონადირე" და "წინაპართა მიწა."

კინოს გარდა, ზურა ყიფშიძემ მაყურებელს თავი თეატრის სცენაზეც დაამახსოვრა. გენიალური ქართველი რეჟისორის - მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე, მისივე სახელობის თეატრში, დღესაც თამაშობს განუმეორებელ როლებს. ვარსკვლავის გახსნამდე, ზურა ყიფშიძემ თავისი სამსახიობო ოსტატობა, მისი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟის განსახიერებით, მაყურებელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ აჩვენა. "მეფე ლირის" თამაშს 70 წლის ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა კიდევ აპირებს.

დღის ამბები