25 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები, თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები, თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ. პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა, - ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას.

ამ მიზნით, ფერმერები, თითოეულ ჰექტარზე, 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ტერიტორია უნდა იყოს არანაკლებ 0.2 და არაუმეტეს 3 ჰექტარი.

დღის ამბები