სომალიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია - შედეგად, მოსახლეობის ნაწილს იძულებით მოუწია საცხოვრებლის დატოვება, გამწვავდა არსებული ჰუმანიტარული კრიზისიც.