25 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
25 წლის იუბილე 25 ნოემბერს - ანსამბლი "შვიდკაცა" გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება

25 წლის იუბილე 25 ნოემბერს - ხალხური, საგალობლებისა და ქალაქური ჟანრის სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი, გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება. 25-წლიან მუსიკალურ შემოქმედებას, მსმენელს "შვიდკაცა" ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად გააცნობს.

თბილისის საკონცერტო დარბაზში, ანსამბლთან ერთად სხვა მომღერლებიც იმღერებენ, კონცერტს კი ამერიკიდან სპეციალური სტუმარი ეყოლება. რაულ მიდონი ცნობილი ამერიკელი გიტარისტი, კომპოზიტორი და მომღერალია. იმ მოქალაქეებს, რომლებიც კონცერტზე დასწრებას ვერ შეძლებენ რუსთავი 2 საჩუქარს უმზადებს, შვიდკაცას სრული კონცერტის ჩანაწერს ჩვენი არხის ერთგული მაყურებელი ახალი წლის დღეებში მოისმენს.

დღის ამბები