"დუბლინში მომხდარი სერიოზული ინციდენტის გამო, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - წერს BBC ირლანდიის პოლიციაზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, მოქალაქეებს ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს.
დაშავებულები არიან მამაკაცი, ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი.
პოლიციამ ტერიტორია გადაკეტა - სამართალდამცველები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.