25 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება, ვროპარლამენტში დამტკიცებულია

495 ხმა 7-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტში რეზოლუცია დამტკიცებულია. დოკუმენტი საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობას ეხება.

ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს მოუწოდებენ, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი. რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპელმა კანონმდებლებმა საკითხზე დებატები გამართეს. 

დღის ამბები