ომის დაწყებიდან დღემდე, ღაზის ტერიტორიაზე, უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. როგორც BBC "ჰამასზე" დაყრდნობით წერს, საომარ მოქმედებებს უკვე 14 128 ადამიანი შეეწირა. მათგან 5 850 ბავშვია.
დაღუპულთაგან 3 920 ქალია. დაშავდა 33 000-მდე ადამიანი.
დღის განმავლობაში, გააქტიურდა მოლაპარაკებები "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, "შეთანხმება ძალიან ახლოსაა". ამავე თემაზე, კომენტარს აკეთებს ბენიამინ ნეთანიაჰუც - ისრაელის პრემიერის განცხადებით, ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების საკითხზე, ისრაელი პროგრესს აღწევს. "იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება", - თქვა მან