უკვე 44 დღეა, ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. "ცახალი" ტერორისტებს ებრძვის. "ჰამასის" ტყვეობაში ამ დრომდე 240 ადამიანი რჩება. სავარაუდოდ, ისინი მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ. თუმცა, "ჰამასი" განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათ დაკარგეს კონტაქტი ჯგუფზე, რომელიც პასუხისმგებელია ისრაელელ ტყვეებზე.
ღაზის სექტორში ვითარება კრიტიკულად მძიმეა! ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად გამოცხადდა. "შეწყვიტეთ ცეცხლი ღაზის სექტორში, მიეცით ღაზის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება" - გაერო ისრაელს სთხოვს, მისცეს მცირე დრო, რადგან ღაზის სექტორის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.
ავტორი:ნათია ჩეხერია