25 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 30-ზე მეტი ნაადრევად დაბადებული ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოდან, ალ-შიფადან, ნაადრევად დაბადებული 31  ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, - ინფორმაციას  BBC პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით ავრცელებს

ბავშვები სამხრეთ ღაზაში, ქალაქ რაფაში გადაიყვანეს. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაციის კიდევ რამდენიმე ოპერაციაა დაგეგმილი.

დღის ამბები