25 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება თავისი საერთაშორისო პოზიციისა და ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანი გავლენის გამო, დაუყოვნებლივ ჩაერიოს ამ აგრესიის შესაწყვეტად - მაჰმუდ აბასი
პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
 
მაჰმუდ აბასი, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მიუთითოს ისრაელს, რომ ღაზაში პალესტინელი ხალხის გენოციდი შეწყვიტოს.
 
"დღეს მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება თავისი საერთაშორისო პოზიციისა და ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანი გავლენის გამო, დაუყოვნებლივ ჩაერიოს ამ აგრესიის შესაწყვეტად. პრეზიდენტო, ბაიდენო, მოგიწოდებთ მთელი თქვენი ოფიციალური და ადამიანური შესაძლებლობებით, შეწყვიტოთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, ეს გენოციდი უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ისტორია არავის გაამართლებს ამ დანაშაულებისთვის. მოგიწოდებთ, დახმარება აღმოუჩინოთ ღაზაში, ალყაში მყოფ ჩვენს ხალხს. ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. როგორ შეიძლება ეს გენოციდი თავდაცვა იყოს?", - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.
დღის ამბები