კლიმატ-გონივრული ირიგაციის სექტორის განვითარებისთვის, საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 45 მილიონ ევრომდე მიიღებს. სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა.
პროგრამა მოიცავს საირიგაციო პოლიტიკის და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას.