კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში "გლობალური მეწარმეობის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მეწარმეების გამოფენით გაიხსნა და სპიკერებთან შეხვედრით გაგრძელდა. მოეწყო პანელური დისკუსიაც. კვირეულში მონაწილეობა სულ 12-მა კომპანიამ მიიღო.